“სააკაშვილს არ ეყოფა გამბედაობა, რომ საქართველოში შემოვიდეს”

ექსპერტი მამუკა არეშიძე  აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოლახვას ვერ გაბედავს, მითუმეტეს, რომ მას დასავლეთიდან არ აქვს მხარდაჭერა.

„სააკაშვილს საქართველოში ნამდვილად არ გამოუვა იმის გამეორება, რაც უკრაინაში გააკეთა. ჯერ ერთი, მას დასავლეთიდან არ აქვს იმხელა მხარდაჭერა, რომ საქართველოს საზღვარს მოადგეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ძალით შემოსვლა სცადოს, დამოუკიდებლად კი ამას არ გააკეთებს, რადგან გამბედაობა არ ეყოფა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

ავტორი: გურიის მოამბე