ევროპა თუ არ გაიღვიძებს, საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს, – წერს მილიარდერი ჯორჯ სოროსი „პროჯექთ სინდიქეით“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
„არც ლიდერებს და არც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ესმით, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, სადაც შესაძლებლობების დიდი სპექტრია, მოსალოდნელი შედეგი კი, გაურკვეველი“,– წერს სოროსი.
მისი აზრით, შემდეგი გარდამტეხი წერტილი 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნები იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ კენჭისყრაზე კონკურენტულ უპირატესობას ანტიევროპული ძალები მიიღებენ, რის მთავარ მიზეზადაც სოროსი მოძველებული პარტიული სისტემას მიიჩნევს.
„ევროპის თანამედროვე ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს არსებული პოლიტბიუროს შეხსენებაა. პირველი ნაბიჯი, რომ ევროპა შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცული იყოს, არის არსებული საფრთხის მასშტაბის აღიარება. მეორე ნაბიჯი პროევროპული მძინარე ძალების გაღვიძება და მობილიზებაა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული“, – წერს სოროსი.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.