„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე კი არ წავიდა, ემიგრანტებს შეხვდა, ამათმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა დაარქვეს და დააკნინეს, თუმცა ამით იგი კი არ დააკნინეს, პირიქით, მას რეიტინგი გაუზარდეს“, – განაცხადა პოლტიკოსმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.
„განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მე შევხვდები ემიგრაციას, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე კი არ წავიდა, ემიგრანტებს შეხვდა ყოფილი პრეზიდენტი. ამათმა „ნაც. მოძრაობის“ შეხვედრა დაარქვეს, აი, დააკნინეს. მიშა კი არ დააკნინეს, მიშას პირიქით, რეიტინგი გაუზარდეს. აი, ღირსება შეულახეს იმ ემიგრანტებს, ვინც იქ იდგა და გმირებად მონათლეს ეს თავდამსხმელი ნაწილი, აქედან ვინც ჩავიდა. გესმინათ ერთი „პირველი არხისთვის“ და „იმედისთვის“, სამარცხვინო, სირცხვილით დავიწვი. ხალხო, მოგმართავთ, თქვენი ერის ნაწილია ის ხალხი. თქვენი გაქცეულია იძულებით აქედან. თქვენ გააქციეთ, თქვენ კისერზეა ეს ბრალეულობა და კიდევ ასე სამარცხვინოდ როგორ ლანძღავთ ამ ადამიანებს. ვუცხადებ სოლიდარობას ყველა ქართველ ემიგრანტს, ყველგან და ყველაფერში“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ავტორი: გურიის მოამბე