„მთავრობას „გაზპრომი“ შემოჰყავს საქართველოში“-რომან გოცირიძე (ვიდეო)

რომან გოცირიძე აცხადებს რომ  მთავრობა რუსეთის გაზის შემოყვანით არის დაინტერესებული:„საქართველოს მთავრობას გაზპრომი შემოჰყავს საქართველოში. დღეს მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი ხდება საქართველოს გავლით სომხეთში. რუსულ გაზს ფაქტობრივად არ მოვიხმართ. მომავალი წლიდან ამოქმედდება შახდენიზის საბადოდან გაზის მიწოდების მეორე ფაზა და ქვეყანა სამუდამოდ განთავისუფლდება რუსული გაზისაგან, რადგან მივიღებთ გატარებული გაზის 5 პროცენტს უფასოდ და კიდევ გარკვეულ მოცულობას საბაზროზე ოთხჯერ ნაკლებ ფასად. მთავრობა კი არ ეშვება გაზპრომს. რუსეთიდან ჩამოყვანილი ეკონომიკის მინისტრიც ჩადგა უკვე რუსეთის სამსახურში“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

www.facebook.com/?ref=tn_tnmn