ქუჩა, ქუჩა და ქუჩა… საქართველო ივანიშვილის გარეშე – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ შანსს ხალხის ქუჩაში გამოსვლაში ხედავს. 
“ქუჩა, ქუჩა და ქუჩა… უნდა გავიდეთ ქუჩაში და არ უნდა დავბრუნდეთ მანამ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა გლდანის ციხეში არ აღმოჩნდება. სხვა გამოსავალი არ არის. რაც შეეხება სააკაშვილს – უნდა მიხვდეს, რომ არის დრო მოსვლის და არის დრო წასვლის. ვერ შევა სააკაშვილი მეორედ იგივე მდინარეში, ვეღარ მოახდენს რევოლუციას და ეს მან კარგად უნდა გაიაზროს”, – განაცხადა პირველმა ლეიბორისტმა. 
შალვა ნათელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გადაცემა “რეაქციაში” შემდეგი ჩართვის დროს ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი გუნდი აღარ იქნება. 
“საქართველო ივანიშვილის გარეშე”, – დასძინა შალვა ნათელაშვილმა.
2020news.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი .