საპატრიარქოს გარშემო ატეხილისკანდალი, ერთი შეხედვით, მინელდა. უფრო ზუსტად, ე.წ. ციანიდის
საქმე ჩაცხრადა ახლა ადვოკატები სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილებასელოდებიან, მაგრამ ძნელი
სავარაუდოა, სასამართლომ გადაწყვეტილებაშეცვალოს და მამა გიორგი მამალაძეგაამართლოს. სამაგიეროდ,
საპატრიარქოში დაწყებულმადაპირისპირებამ პიკს მიაღწია და, შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდისწევრები
წესების გარეშე ბრძოლაზეგადავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სინოდისყველა წევრს არ ეხება, მაგრამ
მათიძირითადი ნაწილი არათუ ბინძურსაქმეებში გარეული აღმოჩნდა, არამედერთმანეთის
საწინააღმდეგოკომპრომატებიც აქვთ ეპარქიებში“დასაწყობებული” და სწორედ ამკომპრომატების გამოა,
რომ ეპისკოპოსებიბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს…
11 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვიეს. თბილისამდე ჩამოსვლა მხოლოდ ორი ეპარქიის ხელმძღვანელმა
ვერ მოახერხა, დანარჩენები კი დათქმულ დროს გამოცხადდნენ და სახეზე ყველას გაოცება ეხატა _ არავინ იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ მოიწვიეს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობისდაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. როგორც გვითხრეს, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებდა; გადაწყვეტილი იყო, სინოდიდან გაერიცხათ და მღვდელთმსახურებაც აეკრძალათ. ამბობენ, მეუფე იაკობს ამის გარანტია სინოდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისცაო, მაგრამ, როგორი მოულოდნელიც იყო სინოდის სხდომის დანიშვნა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა მიიღო:
“1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგესღვთისმსახურების უფლება.
2) მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდესმამათა მონასტერში და აღუდგესმღვდელმოქმედების უფლება;
ბ) მიტროპოლიტ სერაფიმესსაქართველოს საპატრიარქოდანდაენიშნოს ყოველთვიური ფინანსურიდახმარება;
3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოსწმიდა სინოდის
გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებულიიყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ
შემთხვევაში წმიდა სინოდიგანსახილველად აღარ დაუბრუნდება მისპერსონალურ საკითხს…”
აი ეს იყო მთავარი საკითხები. სინოდმა იმსჯელა გიორგი მამალაძის საქმეზეც, მაგრამ გადაწყდა, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ დასრულდება, ეკლესია არაფერს მოიმოქმედებს.
რა გამოვიდა? _ ეპარქიებიდანმღვდელმთავრები სასწრაფოდ იმისთვისჩამოიყვანეს, რომ ქრისტეფორეწამალაიძისთვის,
რომელსაც ეკლესიაგადაცდომას ედავებოდა, 18 წლის შემდეგკიდევ ერთხელ ეთქვათ, მოინანიეო? მით
უმეტეს, რომ 1999 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე ქრისტეფორე ყველაფერში
გამართლდა, ამის ოქმიც არსებობს, მაგრამ ის ოქმი ადრესატამდე, ანუ მეუფე ქრისტეფორემდე არ თუ ვერ მივიდა.
როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მეუფე იაკობმა, მაგრამ მალე მიხვდა,
რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სინოდი კრინტს არ დაძრავდა. მეუფე პეტრე თურმე ირონიული ღიმილით უყურებდა არა მხოლოდ მეუფე იაკობს, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარსაც, რომლებზეც
უამრავი კომპრომატი აქვს და ეს, პირველ რიგში, პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ეხება.
საეჭვოა, მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრი გაეწირა, რადგან ისინი, დიდი ხანია, ერთ ნავში სხედან და
ნიჩბებსაც ერთად უსვამენ, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მეუფე დიმიტრი უკანონო მიტროპოლიტია. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, “ეპისკოპოსმა არ უნდა დაასხასხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობისპატივი ძმას, შვილს,
თავის ნათესავს ანსხვას, ვისაც უნდა, რადგან არ არისსამართლიანი, ეპისკოპოსობამემკვიდრეობით
გადასაცემ პატივადაქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანურივნებების მისამადლებელი საჩუქარიგახადოს.
თუ ვინმემ ჩაიდინოს ეს, მისიხელდასმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო ისუზიარებლობით დაისაჯოს…”
მიტროპოლიტ დიმიტრის, დიდი ხანია, პატრიარქობა ესიზმრება და, ყველაზე კარგად თვითონ იცის,
რომ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მას არც ეპისკოპოსობის უფლება ჰქონდა, მაგრამ მიიღო. შესაბამისად, ვერავინ აუხსნა, რატომ არ უნდა მიეღო პატრიარქობა. აუხსნა კი არა, გასაგებად უთხრეს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია და პატრიარქის ტახტისთვის უნდა ებრძოლა. ასე მოხვდნენ ერთ ნავში
მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მეუფესპირიდონი (სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლი
(ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი)… მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, მისი სიძე, სოსოოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ხოლო საპატრიარქოს ქონება ჩაიბარა მეორე სიძის ძმამ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.
ბევრს გაუკვირდა, უცერემონიოდ რატომ დაითხოვა ციანიდის სკანდალის შემდეგ პატრიარქმა თავისი
პირადი დაცვის უფროსი სამსახურიდან და რატომ არავინ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას. საქმე
ის არის, რომ, როცა ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ქვეყანაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი. ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილის გუნდი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, გარდა საპატრიარქოსი, ამიტომ გადაწყდა, საპატრიარქო
ოხანაშვილის ხელით გაეკონტროლებინათ. ოხანაშვილის სანდოობაში “ნაციონალურიმოძრაობის” ხელისუფლებას ეჭვი
არეპარებოდა, რადგან ოხანაშვილს პრაქტიკაამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდაგავლილი და
ელიტური ამერიკულისპეცდანაყოფის _ “მწვანე ბერეტების” წევრიც იყო. ჰოდა, ამერიკის საელჩოსმონდომებით, ადგილობრივიხელისუფლებისა
და მეუფე დიმიტრისხელშეწყობით, სოსო ოხანაშვილიპატრიარქის დაცვის უფროსი გახდა.ციანიდის
სკანდალის შემდეგ კი, როცა პატრიარქს თავისმა უახლოესმა გარემოცვამ ოხანაშვილზე ჩამოუგდო სიტყვა, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაბრაზდა, მაგრამ მას ერთი უცნაური ფაქტი გაახსენეს: პატრიარქს, როცა მის გვერდითოხანაშვილი იმყოფებოდა, ხელზე არეკეთა სპეციალური
სამაჯური, რომელიცვითომ მის ჯანმრთელობასაკონტროლებდა, ხოლო, როგორც კიოხანაშვილი
პატრიარქს მარტო ტოვებდა, ხელზე სამაჯურს უკეთებდა და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სწორედ ის,
რაც მას მშვიდადძილის შესაძლებლობას მისცემდა, რადგანსამაჯური პატრიარქის
ჯანმრთელობასაკონტროლებდა. რეალურად კი ამერიკისსაელჩოსა და ხელისუფლებას
ყურიპატრიარქის სასთუმალზე ედო და ისმენდაყველაფერს, რასაც პატრიარქიოხანაშვილის
არყოფნისას საუბრობდა.
თუ გახსოვთ, ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე საათში, ოპოზიციურმა ფლანგმა, ანუ ყოფილმა ნაციონალებმა, გიგა ბოკერიასმეთაურობით, განაცხადეს, ამ დანაშაულში რუსული კვალი იკვეთებაო. თუ დავუშვებთ, რომ პატრიარქის მოცილება რუსეთს სურდა და დეკანოზი მამალაძე რუსული სპეცსამსახურების კაცი იყო, ჩნდება კითხვა: რატომ დარბოდა ციანიდის საშოვნელად მამალაძე თბილისში, რა, რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებდნენ ციანიდის საჭირო დოზის შოვნას თუ გადაცემა გაუჭირდებოდათ?
აი ამ უბრალო არგუმენტით რუსული კვალი ქრება და წინა პლანზე იწევს ე.წ. ლიბერალური დაჯგუფებების სახეები.
საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2016 წელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის ხელისუფლებას და საბერძნეთის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარდა, ერთადერთი ეკლესია, რომელიც ერთნაირსქესიანთა
ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიაა. რა გამოდის _ ილია
მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის
პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.
“წმინდა სინოდში არიან მეუფეები, რომელთა იქ ყოფნა კანონით არშეიძლება. სინოდში
არისარასრულწლოვანის გაუპატიურებისთვისნასამართლევი პირი, არის მამათმავალი, არის ქურდი,
ყაჩაღი… ეს ყველაფერიძალიან კარგად იცის მეუფე პეტრემ, რომელიც ახალაიების თვალი და ყური
იყოსამეგრელოში. მეუფე პეტრე გახლდათ აწგარდაცვლილი სულხან მოლაშვილისპირადი მოძღვარი
და სწორედ მეუფეპეტრე სთხოვდა მოლაშვილსკატეგორიულად (ეს არ იყო რჩევა, ეს იყომოთხოვნა), რომ მას
სტრასბურგიდანსარჩელი გამოეტანა და “ნაციონალურიმოძრაობის” წინააღმდეგ არ წასულიყო. მეუფე
პეტრეს სინოდის ბევრ წევრზეიმდენი კომპრომატი აქვს, რამდენიცშეიძლება სამეგრელოს
ტყეებშიაღმოჩენილ კასრებშიც არ იყო და ამიტომ11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზეჭყონდიდის
მიტროპოლიტზე აუგი არავისდასცდენია”, _ გვითხრა ჩვენმა წყარომ.
როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მეუფეებით დავინტერესდით, გავარკვიეთ, რომ სხალთის
ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფესპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძეახალგაზრდობაში არასრულწოვნის გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. მას ბრალი მეგობრის შვილის გაუპატიურებაში ედებოდა. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ საპატრიარქოში მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა, პატრიარქსაც მან გააცნო და…
საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მეუფე სპირიდონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ბერად 2006 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა, ერთი დღის შემდეგ კი, ანუ 2006 წლის 24 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არა სხვა მეუფეს ერთ დღეში ასეთი კარიერული ნახტომი,
მაგრამ, მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონისთვის გამონაკლისი
დაიშვა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფეგრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლისძე ბერბიჭაშვილი
მანქანის ქურდობაზეა ნასამართლევი, უფრო ზუსტად, მანქანების ქურდობაზე. მეუფე გრიგოლი თავის
დროზე ე.წ. პერეგონშიკი იყო და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მეუფე
დიმიტრის მეშვეობით, პატრიარქთან დაახლოებულიყო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბერად
აღკვეცის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსობა სამი დღით დაუგვიანდა. სავარაუდოდ, პატრიარქი მისმა გვარმა ჩააფიქრა, ალბათ, იმანაც, რომ ილია ჭავჭავაძეს ტყვია გიგლა ბერბიჭაშვილმაესროლა და ახლა ბევრს ეხამუშებოდა, ისევ ილიასთან ახლოს ისევ ბერბიჭაშვილის ყოფნა, თუმცა მეუფე დიმიტრი შეუვალი იყო და საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის მკვლელის მოგვარის მიყვანით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. მეუფე დიმიტრი ხშირად ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი, და ამას არც მალავდა. მეუფეებს არ სურდათ ილია მეორისთვის გულის ტკენინება და ამიტომ მეუფე დიმიტრის ბევრ რამეს მიუტევებდნენ, როგორც ჩანს, მიუტევებდა პატრიარქიც. სხვანაირად არ აიხსნება ის გარემოება, რატომ არ მოსთხოვა პასუხიპატრიარქმა ძმისშვილს, როცა მას წინდაუდეს დოკუმენტები,
რომელთამიხედვით, მეუფე დიმიტრის მიერ აჭარაშიგახსნილი საპატრიარქოს გიმნაზიისსახელით,
უცხოეთიდან საქართველოშითამბაქო და ალკოჰოლური სასმელიშემოვიდა. მეუფეს გიმნაზია ეპარქიაზე აქვს მიბმული, ამის გამო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და, როგორც ჩანს, ბიზნესი დაატრიალა. ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული მეუფე პეტრეც, რომლის სიმდიდრეზეც სამეგრელოში ლეგენდები დადის, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, მღვდელმთავრები მასზე საუბარს კომპრომატების შიშით ერიდებიან.
“ყველა მღვდელმთავარმა იცის, რომციანიდი არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის
მოსაკლავადსჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, რომგერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალებისშემთხვევაში,
მისი გაკვეთის კატეგორიულიწინააღმდეგი წავიდოდა, პირველ რიგში, მეუფე დიმიტრი და შემდეგ
ისშემადგენლობა, რომელიც მას უჭერსმხარს. მოითხოვდნენ, რომპატრიარქისთვის მხოლოდ რაიმე
სინჯიაეღოთ, შემდეგ დაინიშნებოდა ექსპერტიზადა რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა, არავინიცის. შემდეგ
ეს სინჯები საქართველოშიჩამოვიდოდა, მანამდე ახალ პატრიარქსაცაირჩევდნენ და ამით დასრულდებოდა
ის, რაც დაიწყეს და, საბედნიეროდ, არგამოუვიდათ. ჰკითხეთ სხვა მეუფეებსაც, მათ, ვინც პატრიარქს უდგას
გვერდით, ვისიმოკვლა სურდა გიორგი მამალაძეს დაგეტყვიან. პრაქტიკულად ყველამღვდელმთავარმა ნახა
პროკურატურისმიერ ჩაწერილი კადრები, ის კადრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არუნახავს და
ეჭვის შეტანა გამორიცხულია _ ციანიდი პატრიარქისთვის იყოგანკუთვნილი”, _ გვითხრა ჩვენმა წყარომ.
მანვე ერთი საინტერესო ფაქტი გაგვახსენა: თუ გახსოვთ, სოსო ოხანაშვილმა, როცა საქართველოდან წავიდა, განაცხადა, რომ ეს არ იყო გაქცევა, გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, რათა მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და,
როცა უმუშევარი დარჩა, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ოხანაშვილმა იცრუა: ის გერმანიაში კი არ მუშაობს, არამედ საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს საქართველოში ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას. ანუ, ოხანაშვილს პეტრე ცაავასთან, თავის სიმამრ მეუფე დიმიტრისთან და კიდევ რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს. ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნა და მეორე პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო ხილი არ არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია და ავტორიტეტის განადგურება მოჰყოლია. ათეული წლების განმავლობაში პატრიარქის ურყევი ავტორიტეტი ბევრს უკარგავს მოსვენებას და, როგორც ჩანს, მისი მოკვდინება რომ ვერ მოახერხეს, ახლა სულიერ განადგურებას აპირებენ.
გადახედეთ სოსო ოხანაშვილის მიერსაპატრიარქოში მიყვანილ კადრებს დადარწმუნდებით, რომ ის
ნაციონალებისხელის ბიჭი და ამერიკის საელჩოს მონაიყო. ავიღოთ თუნდაც ტარას შავიშვილი, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრია, თვით შაშკინი კი ხელისუფლებაში ამერიკის საელჩოს რეკომენდაციით მივიდა. შავიშვილი, რომელიც ახლა თურმესინანულით ამბობს, რომ საპატრიარქოშიილია მეორის მტრები
მომრავლდნენ, ერთ–ერთი იყო, ვინც საპატრიარქოს ხარჯზებიზნესს აკეთებდა, ხოლოახალგაზრდობაში კრიმინალსა
დაარასრულწლოვნებთან კავშირზეც არამბობდა უარს. ეს კაცი ნაცებმა 53-ე სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტის შემდეგ იძულებული შეიქნენ,
დირექტორობიდან გაეშვათ და… საპატრიარქოში განემწესებინათ. ჩვენმა წყარომ გვითხრა, ოხანაშვილ-შავიშვილის მიერ საპატრიარქოში დამონტაჟებულ მისაყურადებელ აპარატურას დღემდე პოულობენ და პატრიარქს უმალავენო.
ამ ყველაფერში თითქოს არ იკვეთება პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენათეთრუაშვილის დანაშაული, პირიქით, იგი ხელისუფლებას მსხვერპლად გამოჰყავს, მაგრამ პატრიარქის გარშემო შეკრებილ მეუფეთა მცირე ჯგუფი სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თეთრუაშვილს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ქალბატონს ხელთ უპყრია საპატრიარქოს ბეჭედი და პატრიარქის ფაქსიმილე, ანუ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატრიარქოს ბლანკზე პატრიარქის ხელმოწერით ნებისმიერი წერილი დაბეჭდოს, საპატრიარქოს ბეჭედი დაარტყას და გაგზავნოს… ვიღაც იტყვის, ამას როგორ იკადრებსო, მაგრამ უკვე იკადრა, ბატონებო! საქართველოს მაოხრებელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ახალი წელი პატრიარქის სახელით მიულოცა და, როგორც გაირკვა, ტელეფონითაც ესაუბრა. რატომ მისტირის თეთრუაშვილი პრეზიდენტყოფილს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პატრიარქს რამდენიმე მეუფემ სთხოვა, ეგებ ქადაგებაში თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და არ იდევნებოდეს ზვიადგამსახურდიასავითო. საქართველოს პირველ პრეზიდენტზე აქცენტი შეგნებულად გაკეთდა, რადგან სურთ, სააკაშვლი გამსახურდიას შეადარონ და მერე მიშას “ბრალი” ეროვნულობაში დასდონ, თორემ აღმაშენებელს უკვე შეადარა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იმ კალისტრატემ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ პატრიარქად მაინც მოგვევლინოს. პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), პატრიარქის ანდერძს ხსნის სინოდის ქიროტონიით (ხელდახმით) უპირატესი ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მეუფე კალისტრატე. თუ პატრიარქის ანდერძში მემკვიდრეზე მინიშნება
არ არის, წმიდა სინოდის მოწვევისა და ახალი პატრიარქის არჩევის მომენტამდე პატრიარქის მოვალეობას სწორედ ეს ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში კალისტრატე, ასრულებს. სხვათა შორის, მეუფე კალისტრატეს ნაციონალები მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ, ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ და, როგორ გგონიათ, ყველაზე მეტად ვის ეწყინებოდა ხელისუფლების ცვლილება “გადამწყვეტ მომენტამდე” ცოტა ხნით ადრე?!
მთავარი, რაც არ გვითქვამს: ანდერძზე ხელიმიუწვდება სწორედ ქალბატონ შორენას, ანუ მას თავისუფლად შეუძლია,
საცავიდანპატრიარქის ანდერძი გამოიღოს, გადაწეროს, ბეჭედი დაარტყას, ფაქსიმილეთი ხელიც
მოაწეროს დაარკვიე მერე ტყუილ–მართალი… მე თქვენგეტყვით და, “პერეგონშიკ” გრიგოლსშეაწუხებს სინდისი, არასრულწლოვნებზემოძალადე სპირიდონი გაწითლდება
თუმეუფე პეტრე იტყვის რამეს?! ან მეუფედიმიტრი, რომლისკენაც მიდის ყველა ისგზა, რომელიც
პატრიარქის მოკვდინებასუკავშირდება, ხმალს ამოიღებს და“მარჯვნივ და მარცხნივ აკაფავს მტერს?!”არა, ბატონებო, ყველა თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას, ყველას მოუნდება ტახტზე დაჯდომა და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერას მიიღებს ის, ვინც ყველაზე ლიბერალად წარმოაჩენს თავს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დღეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ეწინააღმდეგებიან
ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას, დანარჩენები დანებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კი უკვე მართლა აღარ იცის, რომელი პოზა მიიღოს, ამერიკელ და ევროპელ პატრონებს რომ ასიამოვნოს…
როცა “დონ კიხოტს” იღებდნენ, მთავარი როლის შესასრულებლად, გენიალურმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 45 კილოგრამი დაიკლო. ერთ-ერთ ეპიზოდში კახიზე მიუშვეს დამშეული ღორები, რომლებთანაც უნდა ეომა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, მიხვდა, რომ ღორები შეჭამდნენ და გაქცევა დააპირა. რეჟისორი უყვიროდა, _ ჩაუწექი კახი, ჩაუწექიო, _ აქაოდა, კადრი არ გამიფუჭოო. და ბოლო ხმაზე იღრიალა თურმე მსახიობმა, _ რომ ჩავუწვე, შემჭამენო. ჰოდა, ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოგიკურიც არის ხმამაღლა ვიყვიროთ: არ ჩაუწვე, შეგჭამენ! ისედაც ხომხედავთ, ბატონებო, რომ ეპარქიებისნაწილი მკვლელებს,
მოძალადეებს, ქურდებსა და ავანტიურისტებს აბარიათ…
ბესო ბარბაქაძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2017წ.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.