საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტვიტერით განცხადება გაავრცელა, სადაც ვენესუელის დროებით პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“საქართველო უერთდება საერთაშორისო სოლიდარობას ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოსა და ვენესუელელი ხალხის მიმართ”, – წერს პრემიერი.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის ბრძოლას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.
radiotavisupleba.ge
infonevs.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.