რაში სჭირდება რუსეთს აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი

სიტუაციის სწორად გასაგებად გთავაზობთ შორიდან დაწყებას. აშშ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამუშავებს სწრაფი გლობალური დარტყმის (fast global strike) შემოკლებით FGS-ს გეგმას. ეს ნიშნავს, რომ აშშს სურს გაანადგუროს მტერი სწრაფად და 100% იანი გარანტია ჰქონდეთ, რომ მტერს საპასუხო დარტყმის რესურსი აღარ ექნება.

FGS ითვალისწინებს ერთი საათის განმავლობაში რამოდენიმე ათასი ფრთიანი რაკეტის გაშვებას. პირველი დარტყმა იქნება სამხედრო ობიექტებზე, რაც მტერს დაუკარგავს ბრძოლისუნარიანობას.

საშუალო და მოკლე მანძილის სარაკეტო ხელშეკრულება კრძალავს რაკეტების სახმელეთო კომპლექსს, საშუალო და მოკლე მანძლის ფრთიანიი რაკეტები შეიძლება იყოს განთავსებული სამხედრო გემებზე ან სამხედრო ავიაციაზე (ავიაგამანადგურებლები, მძიმე ბომბდამშენები).

როგორ აპირებს აშშ FGS ის უზრუნველყოფას? ავიაციის მოულოდნელი გამოყენება შეუძლებელია, ავიაცია უნდა მდებარეობდეს ახლოს იმ ადგილთან სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები შემდეგ ავიაცია მასობრივად უნდა აფრინდეს, რასაც სარადარო მოწყობილობები შეამჩნევენ, მაგრამ ფრთიანი რაკეტის სამხედრო გემიდან გაშვების შორიდან შემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ანუ დარტყმის მოულოდნელობა შეიძლება უზრუნველყოს მხოლოდ ფლოტმა ფრთიანი რაკეტებით.

ფრთიანი რაკეტების დიაპაზონი დაახლოებით უდრის 2500 კმს ამიტომ ფლოტი უნდა იყოს განთავსებული მტრის ნაპირებთან ახლოს.

ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ატომური იარაღი ესეთი დარტყმა იქნება სასიკვდილო, მაგრამ არა რუსეთისთვის, ამიტომ პირველი დარტყმა აშშმ უნდა მოახდინოს რუსეთის ატომურ პოტენციალზე. დარტყმის მოულოდნელობა წყვეტს ყველაფერს.

ამერიკის ფლოტის მოულოდნელი გამოჩენა მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ამერიკის ფლოტი იქნება მათთვის ლეგალურ ადგილას განთავსებული მაგ: შავი ზღვა, კასპიის ზღვა, ბალტიის ზღვა.

რუსეთს დავდაცვისთვის აქვს გემთსაწინააღმდეგო კომპლექსი “ბასტიონი”

ბალტიის ზღვის კონტროლი ხდება კალინინგრადიდან აქ არის განთავსებული ბალტიის ფლოტი, რომელიც არის შეიარაღებული კომპლექსი “ბასტიონით.”

შავ ზღვას რუსეთი აკონტროლებს 2014 წელს ანექსირებული ყირიმიდან

ასევე “ბასტიონები” არის განთავსებული სირიაში ამიტომ აშშს ფლოტს არ შეეძლება ხმელთაშუა ზღვაში იმ მანძილზე მოახლოება, რომ რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები გაანადგუროს.

შემდეგი ზღვა არის კასპიის ზღვა

კასპიის ზღვა არის შიდა ზღვა 5 ქვეყნისთვის რუსეთი, ირანი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.

აქ აშშს ფლოტს ლეგალურად შეუძლია ყოფნა მხოლოდ აზერბაიჯანის აკვატორიაში (დანარჩენი 4 ქვეყანა უფლებას არ მისცემს).

აზერბაიჯანი მდებარეობს დასავლეთის 2 მოწინააღმდეგის რუსეთსა და ირანს შორის, რაც ქმნის დიდ პრობლემას.

აზერბაიჯანში ფლოტის განთავსების ერთადერში საშუალებაა სახმელეთო კორიდორი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, ამ შემთხვევაში სიტუაცია იცვლება. სახმელეთო კორიდორის უზრუნველყოფა აზერბაიჯანამდე შეუძლია საქართველოს, ამიტომ მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნატოს შემადგენლობაში დასამატებლად.

საქართველო რუსეთისგან გამოყოფილია კავკასიონის ქედით

ერთადერთი საშიშროება საქართველოსთვის იყო სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებსაც მხარს უჭერს რუსეთი.

სამხრეთ ოსეთში არის სარკინიგზო გზა, რაც უზრუნველყოფს რუსეთის ტექნიკის კავკასიაშ სწრაფად განთავსებას. რუსეთს აქვს ბაზები სამხრეთ ოსეთში და სომხეთში. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოზე 2008 წელს თავდასხმის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დამოუკიდებლობა რაც ხელს უშლის სახმელეთო კორიდორს ამიტომ იქნა ეს პროექტი გაუქმებული.
intermedia.ge.