მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა დაკავებულია. ინფორმაცია შს-სამინისტროს წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. ფაქტს ეხმიანება თავად ინგა გრიგოლიაც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.
“დაიჭირეს!!! მიხარია, რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლები ჩადიოდა!!! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შეურაცხადია, გამოკეტონ იქ, სადაც უნდა უმკურნალონ!!! დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად ამდენი წლის შემდეგ… Sophio Mdinaradze- მადლობა ოპერატიულობისთვის! ღიად გიხდით მადლობას! აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით”, – წერს ინგა გრიგოლია.