ხვალ 14 მარტს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს ქრისტინე კაპანაძის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „განგას“

გაცნობებთ რომ ხვალ 14 მარტს 17:30 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქრისტინე კაპანაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი განგას ინიციატივითა და TVM NEWS-ის თანაორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო: „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ინდური ცეკვების სტუდია „განგას“ ბავშვები, სოლისტი ქრისტინე კაპანაძე და განგას მეგობრები, პოპულარული ქართველი მომღერლები. ღონისძიების დასასრულს სტუდია განგას ფონდიდან მოხდება ერთი მრავალშვილიანი საღინაშვილების ოჯახის დახმარება, რადგან მათ მცირეწლოვან შვილს ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში.

საღამოს შემდეგ სტუდია „განგა“ მადლიერების ნიშნად სპეციალური ნომინირებული სერთიფიკატებით დააჯლდოვებს თავის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მედიასა და ცნობად ადამიანებს.

კომენტარები ფეისბუქიდან