ქართული ეკლესია-მონასტრები თურქეთში.

ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ინტერესით მოკიდოს ხელი ისეთი საქმის განხორციელებას როგორიც არის თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ისტორიული მიწების ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის გურჯებისა და ლაზების ქართულ სივრცეში მეტად ინტეგრირებას და დაახლოებას. მნიშვნელოვანია გაიმართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან იმის შესახებ რომ უკვე ჩვენი ორივე ქვეყნის ძალიან ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა – ქართული ეკლესია-მონასტრები, რომელიც მდებარეობს საქართველოს ისტორიულ და დღევანდელი თურქეთის მიწებზე იქნას რეაბილიტირებული, გამყარებული, ან შესაძლოა თუნდაც საქართველოს ხარჯებით კვლავ აღდგენილი. ამის სანაცვლოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოთხოვნილი თურქეთის მხრიდან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშენდეს ახალი მეჩეთები, და თუ მაინც მოთხოვნილი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე, ვინაიდან ის 200 მეჩეთზე მეტი, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა, არის აშენებული არა თურქების, არამედ გამუსლიმებული ქართველების მიერ. ის ჩვენი, ქართველების კულტურული მემკვიდრეობაა და არა თურქული. თუ არის სადმე ნამეჩეთარი, ის უნდა აღვადგინოთ, მაგრამ თურქეთმა არ უნდა მოითხოვოს ისეთი რამ, რასაც ჩვენ არ ვთხოვთ მას. ჩვენ თურქეთს არ ვთხოვთ აშენდეს თურქეთში ახალი ქრისტიანული ტაძრები, არამედ მხოლოდ ვთხოვთ უკვე არსებული გამაგრდეს და თუ დანგრეულია – აღდგეს.
intermedia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან