ზაფხულს უხდება რესტორანი „ხინკლაურა“, ხარისხი ამართლებს მოლოდინს!

თქვენი გემოვნების რესტორანი „ხინკლაურა“ წარმოუდგენლად დაბალი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გეპატიჟებათ დაუვიწყარი უქმეების სასიამოვნოდ გასატარებლად.

ზაფხულს უხდება რესტორანი „ხინკლაურა“, თბილისში დაცხა უკვე და ქეიფის ხალისიც დაიკარგა, სამაგიეროდ თბილისთან სულ ახლოს, ქალაქგარეთ გახსნილია რესტორანი „ხინკლაურა“, სადაც გრილა, თანაც დააგემოვნებთ ნამდვილ „ქვევრის კონიაკს“, „ბაბოს“ დამცხვარ სურნელოვან შოთის პურს და ზედ კიდევ ჩაქაფულის ხინკლებს.

TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა თავად დააგემოვნა ხინკლაურას ნატურალური და უგემრიელესი კერძები და სასიამოვნოდ შეზარხოშებული დაბრუნდა უკან. გთავაზობთ რესტორნის დირექტორის ბატონი ნიკოლოზ ხრიკაძის ინტერვიუს მოკლე ჩანაწერს, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ხინკლაურას განსაკუთრებულობაზე და დამაჯერებელი პასუხი გაგვცა კითხვაზე, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ რესტორანი „ხინკლაურა“.

– ბატონო ნიკოლოზ, რატომ დაარქვით რესტორანს „ხინკლაურა“?..

– მიმაჩნნია, რომ ყველა ქართველისთვის, ქართული სუფრის მეფე ხინკალია, ერთ ამბავს გავიხსენებ ამასწინათ სასიამოვნო ქალბატონებმა შეგვიკვეთეს სუფრა და ძალიან გამიკვირდა, რომ საღამოს მენიუში ხინკალიც მიუთითეს გავიფიქრე კიდეც საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალბატონებისთვის ცოტა უხერხულად დასაგემოვნებელი ხომ არ იქნებოდა კერძი, თუმცა ეს რეალობაა, ხინკალი საქართველოში პირველია, ყველას უყვარს და ამიტომ მეც დავარქვი ხინკლაურა. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენს რესტორანსაც ხინკალივით შეიყვარებენ ქართველები და არა მხოლოდ ისინი, ჩვენ უცხოელებისთვისაც გვაქვს საინტერესო მომსახურება, აი მაგალითად ჩვენს მომხმარებელს თავად შეუძლია თვითმომსახურება, ანუ სურვილისამებრ შეუძლია თონეში ჩააკრას პური, მოახვიოს ხინკალი, ქვევრიდან ამოიღოს კონიაკი და ა. შ.

– ძალიან საინტერესოა, ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ ხინკლაურას სამზარეულო გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია შორიდანვე ნახოს, თუ რა ხდება თქვენს სამზარეულოში.

თუმცა ამჯერად სხვა თემაზე გადავალ და შეგეკითხებით იმას, მართლა თუ გაქვთ ხინკლის უზარმაზარი ქვაბი, რომელმაც ლეკიანობის პერიოდში ომი გამოიწვია და რა ისტორია უკავშირდება მას?..

– დიახ ქვაბმა, რომელიც ჩვენს ეზოში ნახეთ მართლაც გამოიწვია ომი, მისი ისტორია კი ასეთია, ლეკებმა მოიპარეს ქვაბი, ხოლო ქართველებმა ომი წამოიწყეს მის დასაბრუნებლად, აი ეს ისტორიული ქვაბი კი ახლა ჩვენთან არის და თქვენც გიმასპინძლდებათ 😉

– ბატონო ნიკოლოზ თქვენთან დავაგემოვნეთ პირველად ქვევრის კონიაკი და პირდაპირ გეტყვით, რომ მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, რომელი ჯეკ დენიელსი, მარტინი და სხვა უცხოური სასმელები, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქართული წარმოების, პირადად თქვენი რეცეპტით დამზადებულ ქვევრის კონიაკს ვურჩევთ ს

აზოგადოებას, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ კონიაკს და არა 

რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ფალსიფიცირებულ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც ვიცი

თქვენ სულ მალე აპირებთ ამ კონიაკის დაპატენტებას.

– სხვა გზა არაა უნდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი „ქვევრის კონიაკი“ მართლაც მოწოდების სიმაღლეზეა, უგემრიელესია მისართმევად. დიახ უახლოეს პერიოდში ვაპირებ „ქვევრის კონიაკის“ დაპატენტებას, რადგან მისი რეცეპტის დამზადების ექსკლუზიური უფლება პირადად მე მეკუთვნის.

– რას გვეტყვით თქვენს კიდევ ერთ ექსკლუზიურ კერძზე „ჩაქაფულის ხინკალზე“?..

– ო?.. ჩაქაფულის ხინკალი, როგორც თავად დააგემოვნეთ მართლაც უგემრიელესია, გაინტერესებთ მისი მომზადების რეცეპტიც ალბათ, ჩვეულებრივ ჩაქაფულის კერძს ემატება კიდევ 3 საიდუმლო ინგრედიენტი და გამოდის ჩაქაფულის ხინკალი, რომელსაც რა თქმა უნდა საიდუმლოდ შევინახავ. ვისაც მოგინდებათ დაგემოვნება გელით ჩვენთან.

– ბატონო ნიკოლოზ უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდი ხანია არ მიმიღია ასეთი სიამოვნება კერძების დაგემოვნების დროს, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ პერსონალს, ამიტომ მართებული იქნება შეგეკითხოთ, ის რაც მომხმარებელს ყველაზე მეტად აინტერესებს, კერძოდ კი ფასები, ანუ რამდენად სიძვირეა, ან სიიაფეა თქვენთან და კონკრეტულად მოსახლეების რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?..

– მოგახსენებთ, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება შეღავათიან ფასებში შეგვეთავაზებინა ყველა ფენის გურმანი მომხმარებლისთვის, რაშიც ყველა ჩვენი მომხმარებელი დარწმუნდება, როდესაც აქ მობრძანდება და ჩვენი მენიუს პრაის ნახავს. ჩვენთვის მთავარია კმაყოფილი მომხმარებელი, რისთვისაც ჩვენი მომსახურე პერსონალი ძალ-ღონეს არ იშურებს.

დიდი მადლობა ხინკლაურას და ბატონ ნიკოლოზს გულთბილი მასპინძლობისთვის.

ნიკოლოზ ხრიკაძე თბილისელებსაც შეგვპირდა, რომ მსგავსი სახის რესტორანს თბილისშიც გაგვიხსნის უახლოეს პერიოდში. დღეიდან კი ხინკლაურას ახალი სლოგანი აქვს ზაფხულს უხდება რესტორანი „ხინკლაურა“.

ფოტოები მოგვაწოდა ფოტოგრაფმა: გიორგი მაღალთაძემ.