სანდრა რულოვსი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს ესტუმრა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს ესტუმრა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტები კრემლის სადამსჯელო მანქანამ დახოცა.

“დღს 9 აპრილია და ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს რომლებიც 30 წლის წინ კრემლის სადამსჯელო მანქანამ მოკლა. რუსთაველის გამზირზე იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს დამოუკიდებლობა საქართველომ მოიპოვა დიდი ბრძოლის შედეგად, რომელშიც ზვიად გამსაურდიამ დიდი როლი ითამაშა. ამიტომ ცხრა აპრილი არა მარტო გლოვის, არამედ თავისუფლების დღეც არის. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენს აგრესიულ მეზობელთან ბრძოლა გვიწევს ყოველ დღე”,-განაცხადა რულოვსმა.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.