სუს-მა 9 მაისს საბჭოთა კომუნისტური სიმბოლიკების გამოყენება აკრძალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 მაისთან დაკავშირებით, ყველა ორგანიზაციას გაუგზავნა შესაბამისი წერილი გაფრთხილებით, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები.

როგორ სუს-ში ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ზომები. მათ შორის გაფრთხილება გაეგზავნა „უკვდავი პოლკის“ წევრებსაც, რომლებსაც მსვლელობის გამართვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში სურთ, მათ შორის თბილისშიც.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
top.nevs. ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.