აშშ–ის ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ არაბეთის ზღვაში მორიგეობას შეუდგა.

აშშ–ის ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ არაბეთის ზღვაში მორიგეობას შეუდგა, –იუწყება Foxnews.

მისივე ცნობით, გემზე ათობით ავიაგამანადგურებელი – F-18 Super Hornet–ები და  Tomahawk–ის ტიპის ასობით საკრუიზო რაკეტებია განთავსებული. 

„ჩვენი მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითია. ხომალდი დარტყმების განხორციელებისთვის მზადაა, თუ აშშ–ის ძალებსა ან ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდება“, – აცხადებენ, გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები. 

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.

გარდა ამისა 15  მაისს აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია. იმავე დღეს გერმანიამ და ჰოლანდიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერეს.
accent.com.

კომენტარები ფეისბუქიდან