24 მაისს ფილადელფიაში ქართული დროშა აღმართეს, რომელიც მერიის წინ ერთი კვირის განმავლობაში იფრიალებს და მნახველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეახსენებს.
დამოუკიდებლობის 101 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის შტატ პენსილვანიაში გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული ქართული კომპანია სტუმრებს „ხაშმის საფერავით“ გაუმასპინძლდა, ღვინო გამორჩეული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, მისი ისტორია თამარ მეფეს უკავშდება, რომელსაც საბარძიმე ღვინოს უწოდებენ და მას ხაშმში, სოფელ პატარძეულში მცხოვრები ბერები წურავენ.
საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ გათანამედროვებული ნაციონალური სამოსითა და ბრენდბუქით, რომლითაც უცხოელი სტუმრები საქართველოს კუთხეების ისტორიას და დამახასიათებელ სამოსს ეცნობოდნენ.
ფილადელფიის მერიაში წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა დიპლომატის მიშიკო გაბაიძის ნახატების გამოფენა.
ღონისძიებას ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბი დაესწრნენ, ასევე ამერიკის მთავრობის საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელები.
ღონისძიება საქართევლოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშივილის და შტატ პენსილვანიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერი ქალაქ ფილადელფიის მერიაა.

TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი