რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს?

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს? – “ხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს“ – წერს „New Post.ge” სანდო წყაროზე დაყრდნობით.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება პირადად გასცა. ყოფილ პრემიერთან დახლოებული პირი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა და თქვა, რომ ,,ხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს“.

წყარო გვიყვება, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება „თიბისი ბანკის“ ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში „თიბისი ბანკიდან“ მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული. მათ შორის ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც, წყაროს ცნობით, ზეწოლის მიუხედავად, არ მისცა ხაზარაძის წინააღმდეგ ჩვენება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კერძო საუბრებში ადასტურებენ, რომ ხაზარაძეს მართლაც ელოდება ,,ხადარკოვსკის ბედი“ და მისი განდაგურების ბრძანება უშუალოდ ივანიშვილისგან მოდის.

ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატები არ მალავენ რომ ექს-პრემიერი მიზნად ისახავს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას.

ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშებლობის კონტრაქტი გახდა.

„თიბისი ბანკში“ კი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, არაფერი სმენიათ.

„თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია, არაფერი გვსმენია და შესაბამისად, ვერაფერს დაგიდასტურებთ“,- უთხრეს სააგენტოს თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

“2020NEWS” აღნიშნული ინფორმაციის საგამოძიებო უწყებაში გადამოწმებას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ თუ ახლა არ მიმდინარეობს, ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში არ დაიწყება. მაგალითად მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორად შალვა თადუმაძეს დაამტკიცებს და როდესაც ეს უკანასკნელი გენერალური პროკურორის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

2020news.ge