“გეგონება გრენლანდია აღმოაჩინა და გვეუბნება, რომ 6 წლის თავზე სიღარიბემ იმატა, იმის მაგივრად რომ სიღარიბეს ეკლო და როცა ამბობს, რომ ამის გამო რამდენიმე დღე ცუდად ვიყავიო, ნუ შემაშფოთებელიც აღარ არის ეს უკვე, გამაოგნებელია უფრო. იმიტომ, რომ ამ განცხადების მერე ადამიანი იმას კი არ უნდა ამბობდეს, რომ კიდევ 12 წელი მაცადეთო, ამის მერე უნდა მიდიოდეს სახლში.
ამ ინტერვიუში ასევე ვნახეთ, ახალი მტრის ხატის შექმნის მცდელობა. ანუ, უკვე აღარ მუშაობს ეს მისი მტრის ხატი, როცა წლების განმავლობაში ექსპლუატაციას უწევდა მიშას, ნაციონალებს და ჩვენ, ახლა ახალი მტრის ხატი უნდა შეიქმნას და ეს არის კვირიკაშვილი”-განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა P>S-ში ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისასა.