სკანდალური ექსკლუზივი: დეკანოზი მამალაძე მატროსოვის ციხეში მოწამლეს? – რა დასაბუთებული ვარაუდი აქვს ადვოკატს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხიელ რამიშვილს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მატროსოვის ციხეში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად დამძიმდა, – ამის შესახებ რამიშვილმა „ჰოთნიუსს“ ექსკლუზიურად განუცხადა. ადვოკატის თქმითვე, გიორგი მამალაძე ვერ ამოძრავებს ხელ-ფეხს და შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება.

„დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზა დიდი ხნის წინ ჩატარდა, მამა გიორგი ფიზიკურად ძალიან მძიმედაა: მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს წართმეული, ინვალიდის ეტლი სჭირდება და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. დღეს, 21-ე საუკუნეში, ყველაფერი შეიძლება ისე ხელოვნურად შექმნა, კერას ვერ მიაკვლიო, თუ რამ განაპირობა. ყველაფერი ფასდება წვრილმანებით, ყველაფერი რომ ავაწყვე, კარგად შევაფასე, თუ რამ განაპირობა, რისგან იყო ეს განპირობებული, როგორი მოქმედებები განახორციელეს ხელისუფლებამ, საპატრიარქომ, როგორ მოატყუეს დეკანოზის ძმა და კარავი ააღებინეს, ტემპერატურა დააგდებინეს, რომ ვითომ ყველაფერს გაუკეთებდნენ… როგორ ითხოვდა პირადად ჩემგან ანდრია ჯაღმაიძე, რომ აღიაროს დეკანოზმა დანაშაული და შეიწყალებსო… დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ ხელოვნურად შექმნეს ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თუ გავითვალისწინებთ მონდომებას საპატრიარქოს გარკვეული პირებისგან, რომ აღიაროს დეკანოზმა დანაშაული და არ კითხულობენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გადარჩება თუ არა, ეს არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ არ უნდათ ეს ადამიანი თავისუფლებაზე იყოს, რადგან ეშინიათ სიმართლის.

 ამ დღეებში ვაპირებ დეკანოზის მონახულებას, უნდა გავიგოთ, მოვიოდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი. ასევე, 18 აგვისტოს პრეზიდენტს მივმართეთ შეწყალებისთვის და იქნებ, შეიწყალოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა არ შეიწყალებს, რადგან შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ არ წავა,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი „ჰოთნიუსთან“ საუბრისას.

http://hotnews.ge