“ხელისუფლებას აღარ აქვს კონტრშეტევის რესურსი, კარიკატურული, წარსული ფიგურებით ფონს ვეღარ გავა და წარმატებას ვერ მიაღწევს 2020 წლის არჩევნებში. ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ლპება, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული და მეორე მხარეს ახალგაზრდების სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა. ასე რომ, ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”- აცხადებს “რესპულიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
