“ერთი რაღაც მაინტერესებს ძალიან! კეზერაშვილი საფრანგეთში რომ იყო, მას სამართლებრივად საქმეების მოგვარებაში და შემდეგ ივანიშვილთან ურთიერთობების ,,დალაგებასა,, და კოაბიტაციაში შესვლაში ძალიან დაეხმარა იმხანად გენ. პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი (სამივეს ამათ კაბალა ავალებს). საყოველთაოდ ცნობილია თუ როგორ წაუძაბა კეზერაშვილმა ერთი პერიოდი სააკაშვილსაც და ის კი არადა რუსთავი 2-ს დაფინანსება შეუწყვიტა.
დღეს კეზერაშვილი კი გვარამიას ახალი ტელევიზიის მთავარი ფინანსური დონორია. საეჭვოდ მატერიალურად მსუყე გონორზეა თავად გვარამია. ის იმუქრება, რომ მას ექნება ძალიან მაგარი სტუდიები, ოფისი, ფართი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც რუსთავი 2-ის სახეები არ არიან იდეის ერთგულების, გამოხატვის თავისუფლების, სარედაქციო დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური ღირებულებების გამო უცებ 15 000 ლარიან ხელფასებს ერთი ნული რომ ჩამოაკლდეს და ამ ფასად იმუშაონ, თუნდაც ნათელი მომავლის მოტივაციით.
მაშინ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?? არ გაგიკვირდეთ ერთ მშვენიერ დღეს (თბილისი პატარა ქალაქია, არაფერი არ იმალება) ყველამ ერთად შევიტყოთ, რომ ,,ჩერეზ,, კეზერაშვილი გვარამიას ტელევიზიას ფული ისეთი კანალიდან მიეწოდება, რომ წარბები შუბლზე აგივიდეთ.!!!! პრეცედენტებიც არსებობს. ანუ როგორც ცხონებული ნიკო გომელაური იტყოდა: ,,ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა.”