კომპანია Sick Holiday-მ, კომპანია YorkTest-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა და შეისწავლა ის კურორტები, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებში საკვებით მოწამვლის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Frankfurter Rundschau ავრცელებს.
კვლევამ მოიცვა 2017 წელს ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული სასტუმროები. ჩამონათვალის სათავეშია ეგვიპტის კურორტი ჰურგადა, წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებს შორის საკვებით მოწამვლის 380 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მეორე ადგილს იკავებს დომინიკელთა რესპუბლიკის კურორტი პუნტა-კანა, სადაც მოწამვლის 211 შემთხვევაა აღრიცხული. კიდევ ერთი საკურორტო ზონა, სადაც საკვებით მოწამვლის მაჩვენებელი ტურისტებში მაღალია რივიერა მაიაა, ოკატანის ნახევარკუნძულზე (მექსიკა). 2017-2018 წლებში აქ დაფიქსირდა მოწამვლის 182 ფაქტი. ამავე პერიოდში თურქეთის კურორტ ანტალიაში 108 ფაქტი მოხდა. მექსიკის ქალაქ კანკუნში – 95 შემთხვევა, კაბო-ვერდეს რესპუბლიკის შემადგენელ კუნძულ ბოა-ვიშტაზე 84 შემთხვევა, ხოლო მაროკოს ქალაქ მარაქეშში – 83 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოში საკვებისგან მოწამვლის შედეგად 420 ათასი ადამიანი იღუპება.
INFO.9