ფოტო: shutterstock.com

უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა

საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, – ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ეს ზომა მიეღო.

თავდაპირველად ავიაკომპანია აცხადებდა, რომ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ოპერაციებს შეასრულებდა, თუმცა კომპანიამ მილიონობით ევროთი იზარალა. ამას კი წინ უძღოდა აქციონერთა მიერ აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება. ფრანც იველინი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულეს.

Aigle Azur-ს ჩინური კონგლომერატი HNA ჯგუფი ფლობს.

imedi