„ბიბისის“ ცნობით, მუგაბეს გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.
რობერტ მუგაბე 2017 წლის ნოემბერში სამხედრო გადატრიალების გზით გადააყენეს პრეზიდენტის პოსტიდან. იგი ზიმბაბვეს პირველი ლიდერი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ქვეყანას სამი ათწლეულის მანძილზე მართავდა.
რობერტ მუგაბემ ათ წელზე მეტი ციხეშიც გაატარა, მას შემდეგ რაც მან 1964 წელს ყოფილი მთავრობა გააკრიტიკა.
ipn.ge