ფოტო: Fox News

სახლი მალიბუზე -$100 მილიონ დოლარად

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა, იან კუმმა მალიბუზე სახლი $100 მილიონ დოლარად შეიძინა, – წერს Fox News. კერძოდ, მილიარდელმა კუმმა NBC Universal-ის ვიცე-თავმჯდომარის, რონ მაიერის ქონება იყიდა.

თითქმის 4 კილომეტრზე გადაჭიმულ სახლში 6 საწოლი ოთახი, 7.5 სააბაზანო ოთახი, საცურაო აუზი, დარბაზი სახლის თეატრისთვის, ორსართულიანი ბიბლიოთეკა და გალერეაა.

სახლის თავდაპირველი ფასი $125 მილიონი დოლარი იყო. გარიგების დეტალები უცნობია.

imedi