ანაკლიის პორტი

პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაცით ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს.

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები არიან საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, საერთაშორისო იურიდიული ფირმა „დენტონის“ მთავარი მრჩეველი თედ ჯონასი და „კონკორდ კაპიტალის“ პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა, – ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც კონსორციუმში აცხადებენ, მათ პორტთან დაკავშრებულ სტრატეგიულ საკითხებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მანამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გავიდნენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა „კონტი–ჯგუფმა“ დატოვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 15 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.