ახალსოფლის ცენტრში ოთხი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და აქცია გამართა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი მიზერულია და მისი ღირებულება 1 ლარი მაინც უნდა იყოს.
მათი თქმით, ყურძენი 70 თეთრი ღირს და ხელისუფლებამ კერძო კომპანიებთან ფასის მომატებაზე შუამდგომლობა უნდა გაუწიოს.
მევენახეებთან შესახვედრად რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი მივიდა, რომელიც მევენახეებს მომდევნო დღეებში შეხვედრასა და პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობას დაპირდა.
გლეხები კი ორდღიან ვადას იძლევიან და საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მასობრივი პროტესტით იმუქრებიან.
რქაწითელის ჯიშის ყურძენი კახეთში 70 თეთრი ღირს, საფერავის ჯიშის ყურძნის ღირებულება კი, 1,5 – დან 2,2 ლარამდე მერყეობს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი