ფეხბურთის სტადიონი როგორც წესი ხმაურთან და საზოგადოებრივ მღელვარებასთან ასოცირდება, თუმცა ავსტრიაში, ქალაქ კლაგენფურტში მდებარე ვიორტჰერზეეს სტადიონზე არტინსტალაცია გააკეთეს, რომლითაც კლიმატის ცვლილებასა და ტყის გაჩეხვაზე გაამახვილეს ყურადღება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პროექტი “ტყისთვის – ბუნების უსასრულო მიმზიდველობა” შვეიცარიელ არტისტს კლაუს ლიტმანს ეკუთვნის, თუმცა ინსპირაცია მხატვარ-არქიტექტორ მაქს პეინტნერისაა, რომელმაც ამ თემაზე ნახატი 30 წლის წინ დახატა.
სტადიონის მოედანი დღეს უკვე 300-მდე სხვადასხვა სახეობის ხით არის დაფარული, ზოგიერთი მათგანის წონა კი 6 ტონამდე აღწევს.