ნიკა გვარამიას სულ მცირე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“
უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდების საფუძველზე, გვარამიას დაპატიმრების ალბათობა არსებობს და მას შესაძლოა, სულ მცირე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
„ვფიქრობ, თანხები დიდი ოდენობისაა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ხუთი, ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, – ამბობს მუხაშავრია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 9 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა გვარამია კვლავ აცხადებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს და უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა მოითხოვოს.
რეზონანსი.