დღეს ის სამი შვილის მარტოხელა დედის სტატუსს ატარებს. ებრძვის სიდუხჭირეს, დაუდგენელ ავადმყოფობას და მაინც არ ნებდება.
ნინო ბეკურიშვილი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. დღეს ის ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე ავტოფარეხში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ორ ოთახად ქცეულ ფარეხს, არც იატაკი აქვს და ფანჯრებში შუშებიც კი არ ზის. დაზიანებული კედლებიდან ოთახში მრღნელები და ქვეწარმავლები შედიან. კედელსა და სახურავს შორის დარჩენილი ნაპრალებიდან კი შიგნით ისე წვიმს როგორც გარეთ.
„ამ ნაპრალებიდან მწერები შემოდიან, ზამთარში საშინელი სიცივეა. რამდენიმე რომ წვიმა, ჩამოვიდა და მიწა ჯერ კიდევ არ გამშრალა. ეს ავეჯი და ტექნიკა მეზობლებს უნდა გადაეყარათ, მაგრამ ჩვენ გვაჩუქეს. ჩვენ რომ შემოვედით ეს ერთი დიდი ფართი იყო, მერე ნაჩუქარი ხის მასალით გადავტიხრე და ორ ოთახად ვაქციე. “ – ამბობს ნინო.
ბავშების საწოლებისთვის დიასახლისმა რთულად, მაგრამ გამოსავალი მაინც მოძებნა. ეს ფარეხის ერთადერთი ადგილია სადაც სიმშრალეა. იქ სხვა ყველაფერი სველი და ნესტიანია. კედელსა და სახურავს შორის დიდ სიცარიელეს, ნაჭრებით გამოტენილი ტომრებით ავსებს.
„ძალიან მეშინია, ღამით დიდი ვირთხები დარბიან. საერთოდ ვერ ვიძინებ, მძინარე ბავშვებს ვყარაულობ. ეს ერთი პატარა ნათურა გვაქვს ოთახში, ბავშვებს კი არა, სიბნელის მეც მეშინია. კარებს საკეტი არ აქვს, ძაღლის ყეფაზე დაყეფებაზე შიშით პატარებს ვიხუტებ.“ – გვიმხელს მარტოხელა დედა.
ვრცლად: primetime.ge