„ომი საქართველომ დაიწყოს ავტორი რა უფლებით მივიდა ჩვენი გმირების საფლავზე ?!“

ელისო კილაძის სკანდალური ფეისბუკ პოსტები:

„ანალისტებმა და ჟურნალისტებმა უნდა იმსჯელონ აგვისტოს ომზეო,-ბრძანა პარიჟანკა სალომემ.
არავინ იყავით ისეთი მუხათგვერდის სასაფლაოზე,ამ რუსეთუმეს იქიდან რომ გამოაგდებდით ?!
ომი საქართველომ დაიწყოს,-ავტორი რა უფლებით მივიდა ჩვენი გმირების საფლავზე ?!“

„აგვისტოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე პრეზიდენტ მარგველაშვილს”ქრონიკა+”-ის მიწვევა დაავიწყდა !
გავაკრიტიკეთ თემო ჯანაშიას დოკუმენტების გრიფის,შეწყალებული ცოლის ნათესავების გამო და გაგვებუტა !
თქვენ ჩემი ქვეყნის მთავარსარდალი არ ხართ,არც ჩემი პრეზიდენტი-თქვენ ხართ გაუბედავი ქოცი !
და მიხარია,რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიდიხართ !
#წერტილი!“

„ზაზა სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა და მკვდარი მეორედ არ კვდება,კარგად დაიმახსოვროს სიმართლის მტრებმა.

არ მეგონა თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა ჩემს მოშორებას,მაგრამ ფაქტია არ უნდათ სიმართლის გამოაშკარავება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოაცხადეს ტერორისტული დაჯგუფების თანამონაწილედ.ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე მაჩალიკაშვილის მოკავშირედ.
მიუნხენის აეროპორტში მობილუზებული იყო გერმანიის პოლიცია და დაგეგმილი იყო თბილისი მიუნხენის რეისით ჩაფრენილი 3 პიროვნების დაკავება(მაჩალიკაშვილი, კილაძე და სარალიძე).ჩვენ ჩვენმა ხელისუფლებამ გაგვწირა და საქართველოს რეპუტაცია ეჭვ ქვეშ დააყენა რაზეც პასუხის გაცემა მოუწევთ არა მარტო გერმანიასთან არამედ ა.შ.შ._სთანაც.
ჩვენ ვიზიტს სტრაზბურგში ორგანიზება გაუწია ა.შ.შ_ს მოქალაქემ პაატა აბჟანდაძემ,რომელიც ერთი დღით ადრე ჩაფრინდა მიუნხენში რათა მოეგვარებინა ტრანსპორტის საკითხი სტრაზბურგში ჩასასვლელად.ის დააკავა გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ (სამი პიროვნებიდან რომელთაც ის მიაცილებდა ერთერთი იყო ტერორისტი) ტერორისტების ხელშეწყობის ბრალდებით.

უფლის წყალობით ამჯერად გადავრჩით,მაგრამ კიდევ რა აქვთ ჩაფიქრებული არავინ იცის.

იმის მაგიერ,რომ კითხვებზე პასუხი მივიღოთ თუ ვინ მოკლა ჩვენი შვილები და ვინ გაანადგურა ფაქტები და მტკიცებულებები და ვინ მფარველობს მკვლელებს აქეთ დაგვდევენ და ცდილობენ ჩვენს განადგურებას.

Miyvarxar-ს ფოტო.