ჩვენი ახალი რუბრიკა „ვარსკვლავები გვირჩევენ“-პარაფსიქოლოგ ანა ლენორმანთან ერთად

მედია პორტალი TVM NEWS ითვალისწინებს რა საზოგადოების დიდ ინტერესს და გთავაზობთ ახალ რუბრიკას: „ვარსკვლავები გვირჩევენ“, რომლის მასპინძელია ქალბატონი ანა ლენორმანი, საიტთან თანამშრომლობისთვის ჩვენი მედია ჯგუფი მას განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

ანა ლენორმანი – ფსიქოლოგი, ასტრო-ფსიქოლოგი, თეთრი მაგიის მაგისტრი, პარანორმალურ მოვლენათა წინასწარმეტყველი, როგორც ბუნების, ასევე ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მსოფლიოს 9 საუკეთესო მაგისტრთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი, ტიბეტური მედიცინის თეთრი მანტიის მფლობელი. ჭეშმარიტი ვარსკვლავთმრიცხველი (45 წლიანი სტაჟით.)

ქალბატონი ანას პირველი სტატიები დაიბეჭდა 1990 წლის ნოემბერში, მაშინ როცა ვერავინ ბედავდა ამ პროფილით მუშაობას.

ანა ლენორმანი: „პირველი ჩემი წინასწარმეტყველება იყო-„ვეჩერნი თბილისი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მე მიუხედავად დიდი აკრძალვებისა მაინც განვაფრძობდი სტატიების წერას, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი ასტრო პარაფსიქოლოგიას. 6 წლიდან დავიწყე ამოუცნობი და რთული სამყაროს შეცნობა, ძალიან ბევრი სიძნელეების გადალახვა მომიხდა, რთულ პერიოდში დავიწყე ბოროტებასთან ბრძოლა. მთელი ამ ხნის განმავლობაში განვლე ეკლიანი გზა, ჩემს პირველ წინასწარმეტყველებაში ავღწერე ის, რაც სიტყვა-სიტყვით ახდა 1999 წელს. შემდეგ როდესაც მთხოვეს ვიწინასწარმეტყველე 2005 წ-მდე და უკვე შემდეგ ნაწინასწარმეტყველები მაქვს 2005-2015 წ-მდე, რომელიც დღეს ყოველი ჩემი წინასწარმეტყველება სიტყვა-სიტყვით ხდება. მე არ ვაკეთებ ანალიზს, უბრალოდ ვხედავ მომავალს, როგორც საქართველოს, ასევე სრულიად მსოფლიოს. მიწისძვრებს, კატაკლიზმებს და სხვა მოვლენებს. ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა უფლის მადლი, რადგან მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, იმას რასაც ვხედავ. საზოგადოების დიდი ნაწილი მიცნობს და ჯერა ჩემი ქადაგებების, რადგან რაც ვთქვი, ის აუხდათ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ საიტთან თანამშრომლობით ბევრ ადამიანს გავახარებ, რადგან შემოგთავაზებთ მოკლევადიან და გრძელვადიან ასტრო პარაფსიქოლოგიურ პროგნოზებს, აქვე განვიხილავთ პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს და ვუპასუხებ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, ასევე მოგცემთ სასარგებლო რჩევებს. სულ ახლო მომავალში კი შემოგთავაზებთ ვიდეო ფორმატის საინტერესო ასტრო-პარაფსიქოლოგიურ გადაცემებს.“