აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება – დევიდ კრამერი

ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ყოფილი დირექტორი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცახდებს, რომ აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება, რადგან მან არ მისცა აგრიმანი კანდიდატს, რომელიც გასულ წელს განიხილებოდა“, – განაცხადა კრამერმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში Foriegn Policy-ის ცნობით, საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. აშშ–მა საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი, კელი დეგნანს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასახელა.

რაც შეეხება ზოგადად აშშ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობას, ქრამერს მიაჩნია, რომ აშშ–ის მაღალი რანგის თანამდებობის პირების დღეს საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, თბილისის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება.

„დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, თავდაცვის მდივნის თანაშემწე და სხვა ამერიკელი ჩინოსნები. ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ აშშ–ის აშკარა და ძლიერი ინტერესის დემონსტრირებაა“, – მიიჩნევს კრამერი.

წყარო: accentnews.ge