ლაუნჯ-ბარი იუნი ქორნი და ნატა გულიაშვილი გეპატიჟებათ საინტერესო საღამოების სასიამოვნო გარემოში გასატარებლად

TVM NEWS-ის მედია ჯგუფის ჟურნალისტი სტუმრად ეწვია ლაუნჯ-ბარ „იუნი ქორნის“, სადაც დახვდა მყუდრო და სასიამოვნო გარემო, გემოვნებიანი მუსიკა და კეთილგანწყობილი, მუდამ მომღიმარი მარკეტინგის მენეჯერი, ყველასათვის ნაცნობი სახე-ნატალი გულიაშვილი, რომელთანაც ჩავწერეთ ექსკლუზიური ინტერვიუ:

-ნატა ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ თქვენ გახდით ლაუნჯ-ბარი იუნი ქორნის მენეჯერი, რატომ გადაწყვიტეთ ამ კლუბის პოპულარიზაცია?.. 

-ლაუნჯ-ბარი „იუნი ქორნი“ თვითონ დაინტერესდა ჩემი პერსონით და შემომთავაზა, რომ მათი პიარ-მენეჯერი გავმხდარიყავი. დამფუძნებლის საქმიანმა წინადადებამ დამაკმაყოფილა და მეც დავთანხმდი.

-საინტერესოა კლუბის სახელწოდებაც, რატომ იუნი ქორნი?..

-ეს სახელწოდება ჰქონდა, როცა დავიწყე მუშაობა და ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ უხდება ლაუნჯ-ბარს მსგავსი სახელი, თუმცა გამორიცხული არაა, რომ უფრო უკეთესით შევცვალოთ ახლო მომავალში, რათქმაუნდა გავითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების ინტერეს, რათა დისკომფორტი არ შეექმნათ სახელის გადარქმევის გამო.

-რატომ უნდა აირჩიოს თქვენი ბარი მომხმარებელმა, რით შეგიძლიათ კონკურენცია გაუწიოთ სხვა ბარებს?..

-ვფიქრობ, რომ კონკურენცია ნამდვილად შეგვიძლია გავუწიოთ სხვა ბარებს. რადგან მენიუში გვაქვს განსაკუთრებული კერძები, რომელიც მხოლოდ ჩვენს ლაუნჯ-ბარში მზადდება. ასევე გვაქვს ყველასგან განსხვავებული საღამოს პროგრამა. ჩვენთან სრულდება სიმღერები ყველა ენაზე და ასევე ყოველი ცოცხალი მუსიკის ბოლოს გვაქვს კარაოკე საღამოები და სხვადასხვა კონკურსები. საუკეთესო მომღერალ სტუმარს ვაჯილდოვებთ საინტერესო პრიზებით.

-გააქვთ მენიუში რაიმე საფირმო კერძი, ან კოქტეილი და რითაა ის გამორჩეული?..

-კი გვაქვს საფირმო კერძი, რომელსაც “უნი ქორნი” ს საფირმო კერძი ჰქვია და ასევე გვაქვს ჩვენი საფირმო კოქტეილი, რომელსაც ჩვენი ბარმენი ამზადებს.

-რა ტიპის განსხვავებულ პროგრამას სთავაზობს თქვენი ლაუნჯ-ბარი სტუმრებს?..

-როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენთან სრულდება ყველა ენაზე სიმღერები და ცოცხალი მუსიკა საქსაფონისა და ვიოლინოს თანხლებით, ასევე ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გვაქვს განსხვავებული შოუ-პროგრამა.

-ნატა რომელი სეგმენტისთვისაა გათვლილი თქვენი ლაუნჯ-ბარი? ანუ რა კატეგორიის მომხმარებელს ემსახურებით?..

-ჩვენთან არის საკმაოდ მისაღები ფასები და გათვლილია მოსახლეობის ყველა ფენაზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან სტუმრობისთვის არა არის საჭირო კოლოსალური თანხების დახარჯვა. ჩვენ ვზრუნავთ, როგორც ჩვენი მომხმარებლების კომფორტზე და ასევე მათ ჯიბეზეც.

-და ბოლოს შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ პორტალიდან მიმართოთ თქვენს პოტენციურ სტუმრებს, როგორც მასპინძელი რა გარემოს და რა ჟანრის მუსიკას სთავაზობთ?

-მობრძანდით ლაუნჯ-ბარ „იუნი ქორნში“ და ნამდვილად არ ინანებთ, რადგან ჩვენთან დაგხვდებათ ძალიან კომფორტული გარემო, უგემრიელესი კერძები და განსხვავებული კოქტეილები, რომელიც მხოლოდ ჩვენს ლაუნჯ-ბარში მზადდება. ასევე ყველასგან განსხვავებულ შოუ-პროგრამა. ცოცხალი მუსიკა საქსაფონის და ვიოლინოს თანხლებით, ასევე კარაოკე საღამოები და კონკურსები და ასევე, DJ partys. ასე რომ ჩვენი ლაუნჯ-ბარი ყველანაირი სტუმრის გემოვნებას აკმაყოფილებს. ასევე ხშირად გვაქვს აქციები, სადაც ერთის ფასად შესაძლებელია 2 კოქტეილის შეძენა ან თუნდაც სხვადასხვა კერძების დაგემოვნება ნახევარ ფასად.