საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სამარცხვინო. ჩვენ ეროვნული ბანკის ასეთი პრეზიდენტი არ გვყოლია, რომელმაც პრაქტიკულად არ იცის, როდის უნდა იყიდოს დოლარი. ის ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავსებს ქვეყნის რეზერვებს და ერთი სიტყვა არ უთქვამს მსოფლიოში აღიარებული სისტემის დასაცავად“, – განაცხადა ხაზარაძემ.