მარია ზახაროვა:სიმართლეს ფასი არ აქვსო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს.

რუსეთის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, აცხადებს, რომ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები ადასტურებს, იმას რომ „რესპუბლიკა“ შედგა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით უცნაურ აგრესიულ რიტორიკას, რომელიც გვესმის დასავლელი ოფიციალური პირებისგან და დასავლური მედიისგან, რომელიც უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებსა და რეალობებს. ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს პირიქით აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. თუკი კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე.

რეალობა ასეთია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ეყრდნობიან რუსეთის მოკავშირულ დახმარებას და რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტია, ამაგრებენ თავის სახელმწიფოებრიობას. წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობას და საერთაშორისო კავშირებს. აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2018 წელს 31 მილიარდი რუბლი შეადგინა.

თუკი ჩვენი დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურებიან, სურთ რეალური ვითარება გაიგონ ამ სახელმწიფოებში, შეუძლიათ მათ ეწვიონ. ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვსო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს. ეს ფასი ეკვივალენტურია იმ ბილეთისა, რომელიც შეიძლება შეიძინო და ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ადამიანებს, ჰკითხო, რას ფიქრობენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალობას“ – განაცხადა ზახაროვამ.