ამერიკული სატანისტური სექტის დამფუძნებელი: ჩვენი წევრების 50%-ზე მეტი ლგბტ ხალხია

პოპულარული ონალინ ჟურნალი Pink News, რომელიც ჰომოსექსუალების მხარდამჭერ თემებზე მუშაობს, სატანისტებისა და ლგბტ ადამიანების კავშირზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: „სატანისტური ტაძრები ლგბტ ადამიანების თანასწორი უფლებების მიმართ კეთილგანწყობილია“.

„როგორც ჩანს, სატანისტური ტაძარი ლგბტ წევრების წყალობით ყვავის. სატანისტური ტაძრის თანადამფუძნებელი ლიუსენ გრივსი აცხადებს, რომ სატანისტების თითქმის ნახევარი თავს ლგბტ საზოგადოების წევრად მიიჩნევს“, -წერს Pink News.

სტატიაში მოყვანილია აშშ-ში „სატანისტური ტაძრის“ დამფუძნებლის ლიუსენ გრივსის ინტერვიუდან ამონარიდები, სადაც ის ამბობს:

„ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, ჩვენი წევრების 50%-ზე მეტი ლგბტ ხალხია. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ისინი თავს უარყოფილად და უუფლებოდ გრძნობენ ტრადიციულ რელიგიურ დაწესებულებებში. ასე, რომ ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს რელიგიური კუთვნილება, რომელსაც თამამად სურს საწინააღმდეგო შეხედულებები გამოთქვას. თავდაპირველად, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო „ვარდისფერი მესა“, ძალიან ბევრი ლგბტ ადამიანი ეძებდა განსხვავებულ საზოგადოებას, სადაც მათ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არ გამოარჩევდნენ. სატანისტური ტაძრის შიგნით ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. ჩვენ ყველა სატანისტი ვართ და ეს ისე არაა, თითქოს ტოლერანტულები ვართ გეი ან ტრანსგენდერი, ან მეძავი ადამიანების მიმართ. ჩვენ უბრალოდ არ გვაღელვებს ეს საკითხი და ამ საზოგადოების ბევრი წევრი აფასებს ამას“, – აცხადებს იგი.

სატანისტური სექტის წევრი ასევე ამბობს, რომ მათი ფილიალები ყოველთვის ჩართულები არიან აშშ-ის მასშტაბით გამართულ ლგბტ პრაიდის ღონისძიებებში, ისინი ყოველთვის რაღაცას აკეთებენ ლგბტ საზოგადოებისთვის და მრავალფეროვნების მიმართ ყოველთვის გახსნილები არიან.

Pink News აქვე აღნიშნავს: „როდესაც ძირითადი რელიგიების უმეტესობა ჯერ კიდევ პირდაპირ დისკრიმინაციას ახდენს ლგბტ ადამიანების მიმართ, სატანიზმით მოხიბვლა რთული არ არის“.

წყარო: https://www.pinknews.co.