გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს. ის საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოოლიტიკურ პროცესებზე და პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. “მთავარმა არხმა” ეკა ბესელია და კვირიკაშვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში გადაიღო, როცა ისინი ფარულ მოლაპარაკებებს მართავდნენ.
ყოფილ პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას თუმცა აცხადებს, რომ ძალიან უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
“ძალიან ბევრი რამ ხდება , რაზეც შეიძლება ისაუბრო. პოლიტაში არ ვბრუნდები, თუმცა ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული რაც დღეს ხდება. არ ვაპირებ ბრძოლას არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ მინისტრს ყოველთვის მექნება ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოსაზრება. რაც იყო 20 ივნისს ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც განცხადება, გამოვხატე ჩემი პოზიცია. ასეთი რაღაც შეიძლება მომავალშიც მოხდეს და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ” – აცხადებს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი ასევე უკმაყოფილოა მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებითა და ანაკლიის პორტის საკითხით.
“ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, დამაზიანებელია ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის წყალში ჩაყრა. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ წელიწადნახევრის წინ მე და ხაზარაძე რაღაცას ვაპირებდით არის მოგონილი, იმ ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდა. ძალიან სამწუხაროა, ის, რო ივანიშვილმა არა მხოლოდ დაიჯერა, არამედ თავისი მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე”
კვირიკაშვილი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის სახელისუფლებო კრიზისი და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილს ეკისრება.
“ჩემი აზრით, იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის დამაზიანებელი, “ოცნებისთვის” და ქვეყნისთვის. თუ კი რამე ნეგატივი არსებოვობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ვცხოვრობდით 2012 წლამდე ძალიან ბევრი რამე იყო დაკავშირებული იმ ცუდ ნაწილთან. რატომმ უნდა გინდოდეს იმ ცუდი ნაწილის შენთან დეპოტირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეს სახელმწიფოსთვის არის ძალიან დამაზიანებელი.”, – ამბობს ყოფილი პრემიერი.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი