Group Morganne C Samayas -ს სახელით ცნობილი გვერდის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ საუბრობს. მისი მტკიცებით, ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შემდეგი პანდემიის დროს პანიკის დასათესად გლობალურად მოხდება ელექტროენერგიის გათიშვა, რასაც უამრავი პრობლემა მოყვება, მათ შორის: წყლის მიწოდების შეწყვეტა ქალაქში მცხოვრები ხალხისათვის, აუცილებელი გახდება გარდაცვლილთა ერთ დღეში დასაფლავება; რადგან გენერატორების გამოყენების უფლებას პოლიცია არავის მისცემს; ხალხის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ მათ ერთმანეთის დახოცვა და ჭამა დაიწყონ. Morganne C Samayas -ს მიმართვაში ფონზე კაცის კადრი ჩანს, თუმცა მისი ხმა არ ისმის. ფეისბუკ-გვერდის თქმით, ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტია.
