“არ ვაკეთებ კომენტარს, რას აკეთებთ, ტო?” – ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ ჰკითხეს.
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი