ნიუ-იორკში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალურ სიაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება:
„მივიღე გადაწყვეტილება ჩემით. შეწყალება ეს არ არის სასამართლო, რომელიც ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის ერთი ადამიანის შეფასება, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს არ არის ვინმეს გამართლება და საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დანმაშავე პირებს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება პროკურატურის გამოძიებას და მეორეს მხრივ, მან წუხილი გამოთქვა საზოგადოებაში ამით გამოწვეული ვნებათაღელვის გამო, „ამის გამო გამოვაცხადე მორატორიუმი. დაველოდოთ გამოძიებას მე მაქვს სრული ნდობა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.