ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა – დატბორილია რამდენიმე სოფელი

ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში მდინარე ბჟუჟი ადიდდა.

დაიტბორილია ეზოები და საყანე მინდვრები. საფრთხე შეექმნა წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდანაა შესაძლებელი.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები.