ვერძი – მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. მეგობრებისა და ნათესავების გამო სანერვიულო მოგემატებათ. გამონახეთ დრო სწავლისთვის, ახლის შესასწავლად.
კურო – მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, სანამ ბოლომდე არ გაერკვევით თქვენს ვალდებულებებში. გარშემო მყოფების ქცევა შეიძლება მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ბევრსაც გასწავლიან.
ტყუპი – სოციალურად აქტიური ხართ და ხანდახან საერთოდ არ გადარდებთ მეგობრების მოსაზრებები. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეების მოგვარებაში. საღამოს განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ.
კირჩხიბი – გარშემო მყოფები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან და საწადელს მარტივად მიაღწევთ. გალღვება ყინული თქვენსა და საქმიან პარტნიორებს შორის და ურთიერთობა მეტად თბილი და ხანგრძლივი იქნება.
ლომი – საინტერესო საქმეებში იქნებით ჩართული. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობა, მაგრამ სამსახურში მაინც ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნოთ. მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს.
ქალწული – პარტნიორებთან ერთდ განიხილეთ საქმიანი შემოთავაზებები, ახალი იდეები. გარშემო მყოფებს შეიძლება არაორდინარული და კრეატიული იდეები მოუწონოთ.
სასწორი – გათავისუფლდით ყველა იმ ტვირთისგან, რაც განვითარებაში გიშლით ხელს. როცა ურთიერთობებსაც დაალაგებთ და საქმეებსაც, მიხვდებით, რომ შვებით ამოისუნთქეთ.
მორიელი – გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში მუშაობა მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფების საიდუმლოებები ამოხსნათ.
მშვილდოსანი – ახალი საქმეების დაწყების, მოგზაურობის დაგეგმვის, კოლეგებთან ახალი იდეების განხილვის დღეა. ზოგიერთს სამსახურში ელის ცვლილებები. საინტერესო პერსპექტივები გელით.
თხის რქა – კარგად გაიაზრეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს უნდა განიხილოთ და მოაგვაროთ. ნუ ჩაიციკლებით წვრილმანებზე, გლობალურად იმოქმედეთ. შეიძლება დღეს გვიანობამდე მოგიწიოთ სამსახურში გაჩერება.
მერწყული – დღეს ლიდერი ხართ და კარგად უნდა შეძლოთ ხალხის მართვა. იყავით დაკვირვებული და მოთოკეთ ემოციები. დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებსა და პარტნიორებს მიმართეთ.
თევზები – ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და დაკვირვებულად მოაგვარეთ დღევანდელი ვალდებულებები. ხანდახან ინტუიციასაც დაუგდეთ ყური. საღამო მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.
newposts.ge