,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ინფორმაციით ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არჩევნებისთვის არეულობას გეგმავენ.
ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება შესაბამის ღონისძიებებს არ გაატარებს ოქტომბრის არჩევნები, ,,ნაციონალური მოძრაობის” სცენარით წარიმართება.
,,ნაც-ზონდერები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ არჩევნებისთვის არეულობას გეგმავენ სხვადასხვა რეგიონებში. ყველას გადანაწილებული აქვს თავისი სამოქმედო ტერიტორია და სწორედ იმ ადგილებში უნდა მოხდეს ცხელი კერების შექმნა. თუკი არ იქნება გატარებული შესაბამისი ზომები ოქტომბრისთვის არჩევნები სწორედ ნაცების სცენარით წარიმართება”– აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
http://ultrapress.ge