სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით, გორში დღეიდან აქციები იწყება

სტა­ლი­ნის ძეგლის დად­გმის მო­თხოვ­ნით, გორ­ში დღე­ი­დან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე აქ­ცი­ებ­ში ორი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თვე­ბა – “ერ­თი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია” და “მე­გობ­რო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა”.

და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ძეგლის დად­გმას მის პირ­ვან­დელ ად­გილ­ზე – გო­რის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე ან მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რე სკვერ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წყო­ბილ პი­ე­დეს­ტალ­ზე ითხო­ვენ.

სტა­ლი­ნის ძეგლის დე­მონ­ტა­ჟი გორ­ში 2010 წლის 25 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და და ის ამ­ჟა­მად გორ­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ღია ცის ქვეშ და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი.

ძეგლი გო­რის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში, 1952 წელს გა­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ ძეგლ­ში სტა­ლი­ნი მთე­ლი ტა­ნით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სამ­ხედ­რო ტან­საც­მე­ლი აც­ვია.

ბრინ­ჯა­ოს ექ­ვსმეტ­რი­ა­ნი ქან­და­კე­ბა გო­რის ცენ­ტრში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე გრა­ნი­ტის ცხრა­მეტ­რი­ან სა­მი­ა­რუ­სი­ან კვარ­ცხლბეკ­ზე იდგა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ტრი­ბუ­ნის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და.

ძეგლის მო­ქან­და­კე შოთა მი­ქა­ტა­ძეა, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი კი – ზა­ქა­რია და არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნე­ბი.