ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს შუა აღმოსავლეთის „სისხლიან ქვიშას“, -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა და დასძინა, რომ „ამერიკას აღარ სჭირდება იყოს მსოფლიო პოლიციელი“.
ტრამპმა სპეციალურ მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლიდან გააკეთა, ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცვლის ურთიერთობების კურსს ახლო აღმოსავლეთთან, სადაც ძალიან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
”ჩვენ მივდივართ. დაე, ვინმემ სხვამ იბრძოლოს ამ სისხლით გაჟღენთილ ქვიშაზე. ჩვენი სამხედროების სამსახური არ არის მსოფლიოს პოლიციელობა“, – განცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილოეთიდან ჯარები გაიყვანა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინის შეთანხმების თანახმად, თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზოლს რუსი და თურქი სამხედროები გააკონტროლებენ.
ipn.ge