სერენა უილიამსმა დაძაბული შეხვედრა მოიგო.

 

,,როლან გაროსის” 1/32 ფინალში ამერიკელი ლეგენდა – სერენა უილიამსი ავსტრალიელ ეშლი ბარტს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. პირველ სეტში სერენამ თავისი ჩაწოდება დათმო და 3-6 წააგო.
მეორე სეტში სერენას უპირატესობა ჰქონდა, პირველი გეიმის დათმობის შემდეგ ზედიზედ 3 გეიმი აუღო მეტოქეს და 6-3 იმარჯვა.

გადამწყვეტ სეტში ამერიკელმა თავისი გამოცდილებით მაინც აჯობა ავსტრალიელს და 6-4 მოუგო.

მისი მომდევნო მეტოქე მე-11 ჩოგანინ გერმანელი იულია გერგესი იქნება.