ხალხის სასიკეთოდ ჯერ არაფერი გაკეთებულა,საჯარო მოხელეებს იმის შიში აქვთ “ორი კაპიკი” ხელფასი არ დაკარგონ და ყველაფერზე მიდიან…

ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ლია ჩიგოგიძე, “ქართული ოცნების” მიერ თბილისში 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების იძულებით წაყვანას ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

“ხალხის სასიკეთოდ ჯერ არაფერი გაკეთებულა,საჯარო მოხელეებს იმის შიში აქვთ “ორი კაპიკი” ხელფასი არ დაკარგონ და ყველაფერზე მიდიან…

ჩემთვის ვფიქრობ: ვინ უფრო უარესია ივანიშვილი, თუ მისი მონები???

გული მერევა, რამდენი არარაობა გვყოლია გვერდით.

ივანიშვილი ისტორიაში შევა, როგორც თაღლითი, სამარცხვინო, მოღალატე და მატყუარა.

“ქართული ოცნება” ახალგაზრდებს დაერია, რადგან კარგად იცის,მისი დამმარცხებელი ძალა ახალგაზრდობაა, ეს არის საშიში პროცესი….ხელისუფლების ცვლილება ვეღარ გვიშველის, მას თავისი თავის გარდა ყველაფერი ფეხებზე კიდია….” წერს ჩიგოგიძე.
infonevs