დღეს დილით, გარდაიცვალა გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია, რომელიც 29 მაისიდან იმყოფებოდა საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში.
შეგახსენებთ: 30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩაში მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებთან. რის შედეგადაც მას შეიარაღებულმა სამხედრომ რამდენჯერმე ესროლა, მათ შორის თავის არეში. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„TVM NEWS“-ის მედია ჯგუფი თანაგრძნობას უცხადებს ოთხოზორიების ოჯახს