ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.
გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი – ლომერ ჟორჟოლიანი.
თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.
ამავე თვითმხილველი აცხადებს, რომ დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.
ავტორი: გურიის მოამბე